სამეგრელოს საპატრულო და ზუგდიდის პოლიციაში ახალი უფროსები დანიშნეს

0

POLICIAზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსები ჰყავს.  შსს მინისტრმა სპეციალურ ბრძანებულებას მათი დანიშნვის შესახებ ხელი ორი დღის წინ მოაწერა.

ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ხარებავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი აკაკი ხასაია  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.

ჯერჯერობით უცნობია განახორციელებენ თუ არა ახლადდანიშნული უფროსები საკუთარ უწყებებში საკადრო გადაადგილებებს, თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ კობა ხარებავა ამ დრომდე ჯერ ზუგდიდის პოლიციას ხელმძღვანელობდა, შემდეგ ის ხობსა და ფოთში პოლიციის უფროსის მოადგილედ იქნა გადაყვანილი. ამის შემდეგ კი ხარებავამ მესტიის პოლიციის უფროსის პოსტი დაიკავა. მცირე ხნის შემდეგ ის სამხარეო პოლიციაში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე დაინიშნა. კობა ხარებავა 2014 წლის 17 იანვრიდან ისევ ზუგდიდის პოლიციის უფროსია.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციის ახალ უფროსს აკაკი ხასაიას, ისიც აღნიშნულ თანამდებობაზე 17 იანვარს დაინიშნა. მანამდე კი ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხზრეო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. აკაკი ხასაია ისევე როგორც კობა ხარებავა სისტემაში გამოცდილი კადრია.

სხვა ახალი ამბები: