სამართალდამცველები ფოთში რეიდებს ატარებენ

0

reidi fotshiმეორე დღეა ფოთის ქუჩებში სამართალდამცველები რეიდებს ატარებენ. მძღოლებისა და ადგილობრივების განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებთან ერთად, ქალაქში კრიმინალური პოლიციის მანქანებიც გამოჩნდა.

ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გააძლიერეს სამართალდამცველებმა მუშაობა, ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ შემოწმება გეგმიურია და რეიდები კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას არ უკავშირდება.

“ქალაქში არის აბსოლიტურად მშვიდი სიტუაცია. არანაირი კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესება ქალაქში და მინდა დავამშვიდო ადგილობრივი მოსახლეობა და მათ მოუწოდო სიმშვიდისაკენ. ეს არის ჩვეულებრივი რეიდები, რომელსაც ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რომელიც ჩვენს კომპეტენციაში არ შედის,”-აცხადებს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია.

სხვა ახალი ამბები: