სამართალდამცველებმა 35 კილოგრამი “ბიო” გაანადგურეს

0

10317797_498340633601274_3698569100644215259_oდღეს გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინიტროს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი, დაახლოებით 35 კილოგრამი ე.წ. „ბიო“ გაანადგურეს.

2013-2014 წლებში გამოვლენილია ე.წ. „ბიოს“ (მცენარეული წარმოშობის მოსაწევი საშუალების და, ასევე, ფხვნილის) ინტერნეტის საშუალებით შესყიდვისა და საფოსტო გზავნილის სახით შემოტანის 317 ფაქტი. დაფიქსირდა მგზავრების მიერ „ბიოს“ შემოტანის ფაქტებიც. აღნიშნულის შესახებ ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, რომელსაც ასევე გაეგზავნა ნიმუშები შემდგომი ექსპერტიზისა და რეაგირებისათვის.

ე.წ. „ბიოს“ ზემოქმედება ბუნებრივი წარმოშობის კანაბინოიდების იდენტურია და შეიცავს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა I სიაში შემავალ ნივთიერებებს. ამასთან დაკავშირებით, კანონმდებლობაში განხორციელდა რიგი ცვლილებები (კერძოდ, ცვლილება შევიდა კანონში „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ და 2014 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ). შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას ექვემდებარება.

სხვა ახალი ამბები: