სამეგრელოდან თბილისის მიმართულებით 2 სათვირთო მანქანა გავიდა (ფოტო+ვიდეო)

0

11334213_492868830880091_2349517172150898360_oსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ლევან შონიას ინიციატივითა და დავალებით, რეგიონის ყველა საკრებულოში, მერიასა და გამგეობაში შეიქმნა სპეციალური შტაბები, სადაც მსურველებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის პირველადი მოხმარების საგნების მიიტანა.

1559507_492868967546744_6386033066067060776_o11402452_492869034213404_2557771475043936106_o11412161_492868997546741_6769284708025888556_o1472877_492869057546735_2338243688653177632_n11539030_492868954213412_8667275219163307472_o11334213_492868830880091_2349517172150898360_oსამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობის წინ განთავსებული იყო სამხედრო კარავი სადაც მუნიციაპლიტეტებიდან ჰუმანიტარული ტვირთი შემოდიოდა. დღის ბოლოს კი რეგიონიდან დედაქალაქის მიმართულებით 2 სათვირთო მანქანა გავიდა, რომელიც მაცივრებით, ტელევიზორებით, უთოებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, ჰიგიენური საშუალებებით, ტანსაცმლით, საბნებით და არამალფუჭებადი საკვებით იყო დატვირთული.

აქციაში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველა მუნიციპალიტეტში, სპეციალურად შექმნილი მობილური ჯგუფები ახდენდნენ საჭირო ნივთების შესყიდვასა და მოძიებას. საჯარო მოხელეების გარდა აქციაში მონაწილეობა მოსახლეობამ მიიღო, აქციაში ასევე ჩაერთნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

სხვა ახალი ამბები: