სამეგრელოდან “ნაციონალური მოძრაობის” ავტოკოლონებმა გეზი თბილისისკენ აიღეს (ვიდეო რეპორტაჟი)

0

kolonebiთბილისში 15 ნოემბერს, 16:00 საათზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად “ნაციონალური მოძრაობა” სამეგრელოში მთელი ღამის განმავლობაში ემზადებოდა. ავტოკოლონები სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან თბილისისკენ უკვე წავიდნენ. გამთენიისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, მდინარე ენგურის ხიდთან აქციის სასტარტო ნაწილი გაიმართა, რომელსაც პარლამენტარი მარიამ საჯაია ხელმძღვანელობდა. “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა რუსეთის ანექსია გააპროტესტეს.

აქციის დასრულების შემდეგ სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები “ნაციონალური მოძრაობიდან” ზუგდიდის ცენტრში შეიკრიბნენ და თბილისისკენ დაიძრნენ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ ვიდეო რეპორტაჟს.

სხვა ახალი ამბები: