სამეგრელოს ახალი გუბერნატორი ლევან შონია გახდა

0

levan shonia-2სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორად სამეგრელოს რეგიონის სამხარეო პოლიციის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ლევან შონია დანიშნა. ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან შონია ერთ-ერთ წარმატებულ სამართალდამცავად დაასახელა.

“ის გამორჩეული სამართალდამცავი იყო. მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს. მონაწილეობდა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მან კვალიფიკაცია შეერთებულ შტატებზე გაიარა”, – აღნიშნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

55 წლის იურისტი ლევან შონია აფხაზეთში დაიბადა. ის პატარაობიდანვე ზუგდიდის რაიონში, ვოროვსკის ქუჩაზე ცნობილი პედაგოგის, გრიგოლ შონიას სახლში იზრდებოდა. გრიგოლ შონიას სახელობის სკოლა დღესაც ფუნქციონირებს ხობის რაიონის სოფელ ბიაში.

ახალი გუბერნატორის ლევან შონიას ძირითადი სტრატეგიაა ახალგაზრდა კადრების დასაქმება, სამეგრელოს ეკონომიკიის აღორძინება და პროფესიონალური კადრების მოზიდვა. სამეგრელოს ახალი გუბერნატორი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება. სავარაუდოდ სწორედ ამ დროიდან მოხდება ახალი მოადგილეების შერჩევა და დანიშნვა. თუ ვინ გახცდება ლევან შონიას მოადგილეები, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.