სამეგრელოს გუბერნატორთან სტიქიის პრევენციისა და მიღებული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე იმსჯელეს

0

2014093013445088082სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ დღეს მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და ქალაქის მერებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სტიქიის პრევენციისა და უკვე მიღებული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე ისაუბრეს.

ლევან შონიას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით სტიქიასთან საბძოლველად შექმნილი ჯგუფები კვლავ მზადყოფნაშია და ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება. მისივე თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის დათვლას უკვე შეუდგა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლები, ხიდბოგირები და საბავშვო ბაღები დააზიანა.

გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და სანიაღვრე არხები. ადიდებულმა მდინარეებმა კალაპოტი შეიცვალა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. 30 სექტემბრის 13.00 საათისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზოგიერთ რაიონში კვლავ უამინდობაა.

სხვა ახალი ამბები: