სამეგრელოს გუბერნატორთან დღეს დაფინასებული პროექტები განიხილეს

0

10967765_931684086843317_2088067383_nსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი ლევან შონია, პირველ მოადგილე კობა ქანთარიასთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და ქალაქ ზუგდიდისა და ფოთის მერებთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსს გიორგი როინიშვილს და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსს მინდია ღლონტს შეხვდნენ. შეხვედრა რომელიც სამუშაო ხასიათის იყო და ოთხი საათი გასტანა განიხილეს 2015 წელს რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები, ასევე იმსჯელეს იმ პრობლემატურ პროექტებზე რომელიც გასულ წელს მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ და ხარვეზების აღმოფხვრის გზები განიხილეს.

შეხვედრაზე გუბერნატორმა ლევან შონიამ რეგიონის მერებსა და გამგებლებს ახალი პროექტების მონიტორინგისა და ზედამხედველობისკენ მოუწოდა და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მათზე დროული რეაგირება ურჩია.

შეხვედრა, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა ზუგდიდისა და ფოთის მერიისა და რეგიონში შემავალი გამგეობების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებიც ესწრებოდნენ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მინდია ღლონტმა განაცხადა ასევე იგეგმება დამატებითი სამუშაო შეხვედრები, რათა მოხდეს მეტი კოორდინირება და ყველა საკითხი ამოიწუროს.

სხვა ახალი ამბები: