სამეგრელოს გუბერნატორის მოვალეობას დავით კუხალეიშვილი შეასრულებს

0

270069_133960173422854_49749882_nსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის მოვალეობას დავით კუხალეიშვილი შეასრულებს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა მინჯორაიამ SMO.GE-ს აცნობა.

დავით კუხალეიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. ის გუბერნატორ თენგიზ გუნავას პირველი მოადგილე იყო. მანამდე კი დავით კუხალეიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურატურაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე თენგიზ გუნავას შემცვლელის დასახელება ჯერ არ იგეგმება. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გუნავას თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

სხვა ახალი ამბები: