სამეგრელოს გუბერნატორი და მისი ოჯახი რაიმე სახის ქონებას და ბიზნეს წილებს არ ფლობს

0

2015021915410368048“საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და მისი ოჯახი არ ფლობენ რაიმე სახის ბიზნეს წილებს და ქონებას. აღნიშნული დასკვნა დღეს დილით გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“რწმუნებული-გუბერნატორი საქართველოს ცხრა მხარეში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. გუბერნატორი საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის რეგიო­ნუ­ლი პოლი­ტი­კის განხორციელებას და ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბის რე­ფორ­­მის ცალ­კეულ კომპონენტებს. ის ასევე ახორციელებს სოციალურ-ეკო­ნო­მი­კური გან­ვი­­თარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული გან­ვი­თა­რების ღონის­ძი­ებებში.აღსანიშნავია, რომ ერთი გუბერნატორის თანამდებობა – გურიის მხარეში — ამ დრომდე ვაკანტურია.

ლევან შონია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენრატორად 2013 წლის დეკმბერში დაინიშნა. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იგი პროფესიით იურისტია, ასევე გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი 1981 წლიდან 2004 წლამდე უწყვეტად მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1995-2004 წლებში იყო გ. გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების სამმართველოს უფროსი; გუბერნატორის პოსტის დაკავებამდე კი 2012-2013 წლებში მუშაობდა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად.

ლევან შონიას მიერ 2014 წლის 11 დეკემბერს შევსებული დეკლარაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ რაიმე სახის ქონებას ან ბიზნესწილებს”.-ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.