სამეგრელოს გუბერნატორი სოფლის რწმუნებულებს შეხვდა (ვიდეო)

0

samegrelos gubernatoriსამეგრელო–ზემო სვანეთის გურბერნატორი ლევან შონია და გუბერნატორის პირველი პირველი მოადგილე კობა ქანთარია დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტში შემავალი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენლებმა სამეგრელოს გუბერნატორს დღემდე გახნხორციელებული პროექტები და აქტივობები გააცნეს . გარდა ამისა, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

“დღევანდელი შეხვედრა ძირითადად იმ პროექტებზე საუბარს დაეთმო. რომელიც უკვე განვახორციელეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემებში. მართალია ძალიან ბევრი გაკეთდა რომ შეგვემსუბუქებინა ყოფითი პრობლემები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. უკვე განხორვიელებულ პროექტებთან ერთად საუბარი გვქონდა მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე. ეს არის წყლის პრობლემა, მთლიანად ყველა სოფლის გაზიფიცირების საკითხი, რომელიც 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და კანალიზაცია. ამ მიმართულებით ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავაგრძელებთ გაძლიერებულ მუშაობას”-აცხადებს ლევან შონია.