სამეგრელოს გუბერნატორი ამ წუთებში გუბერნიის შენობაში120 უფროსკლასელს მასპინძლობს

0

levan_shonia_2770ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სავენთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია გუბერნიის შენობაში 120 უფროსკლასელს მასპინძლობს. გუბერნატორი და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დავით კოდუა მოსწავლეებს იმ მნიშვნელოვან პროექტებს აცნობენ, რომელიც მათ მომავალზე აისახება. დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადი სასაუბრო თემა განხორციელებული და მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტებია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.

სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან მოწვეული ლიდერი მოსწავლეები ეცნობიან თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ადმინისტრაცია. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ, ასევე დააყენონ ინიციატივები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალურ ერთეულში როგორც მოსწავლეებთან ასევე სხვა ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართება, რათა საზოგადოების ყველა ჯგუფისგან გვქონდეს პირველწყაროსგან მოწოდებული ინფორმაცია არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები უკვე დაგმილია სტუდენტებთან, პროფესორ მასწავლებლებთან, სამედიცინო პერსონალთან.

პარალელურად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ყალიბდება ლიდერთა კლუბი, სადაც რეგიონის მასშტაბით ლიდერი ახალგაზრდები შეირჩევიან, რომლებსაც გასვლითი ტრეინინგ-სემინარები ჩაუტარდებათ. ლიდერები აქტიურად ითანამშრომლებენ გუბერნიასთან და მიაწვდიან იმ ინიციატივებს რაც შემდეგ დამუშავდება და მათ მუნიციპალიტეტბში განხორციელდება.