სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილედ ლაშა გვასალია ინიშნება

0

208033_199154856784148_2360892_nსამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ კიდევ ერთი ადამიანი ინიშნება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყაროს ცნობით მიმდინარე კვირას გუბერნატორი ლევან შონია ხელს მოაწერს კიდევ ერთი მოადგილის დანიშნვის შესახებ სპეციალურ ბრძანებულებას. ხობის საკრებულოს წევრი და “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბის ხელძღვანელი ლაშა გვასალია სავარაუდოდ ლევან შონიას კიდევ ერთი მოადგილე გახდება.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს პაატა ლაგვილავას დაუკავშირდა, რომელმაც უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ჯერჯერობით გუბერნატორი ადგილზე არ იმყოფება და აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური საუბარი არ ყოფილა.

სხვა ახალი ამბები: