სამეგრელოს გუბერნატორი რეგიონის თვითმმართველობების პირველ პირებს შეხვდა

0

11358773_987885871223138_590877329_nსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის გამგებლებს, მერების მოადგილეებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე პროექტების მიმდინარეობა განიხილეს და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს. გუბერნატორმა თვითმმართველობის პირველ პირებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების ახლადშემუშავებული კალენდარული გრაფიკი გააცნო.

როგორც შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამშენებლო ვადების შესაბამისად მიმდინარეობს და რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტს გამოყოფილი თანხების ათვისების პრობლემა არ გააჩნია.

11291225_987885861223139_1837975244_n11304304_987885857889806_188173136_n1615110_987885874556471_1651997739_nთათბირზე გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში წლის ბოლოსთვის, 2016 წლის პროექტების საპროექტო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს, რათა მომავალი წლის იანვრის თვეში სამშენებლო სამუშაოების დაწყება შესაძლებელი გახდეს.

სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის პირველმა პირმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ტურისტული სეზონისთვის  მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გუბერნატორის შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და ამავე სამსახურის ტანამშრომლები ესწრებოდნენ.