სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტაციაში მობილური ჯგუფები შეიქმნა

0

guuubeeeeeსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის აპარატსა და სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილია მობილური ჯგუფები, სადაც გაერთიანებული არიან, როგორც ადმინისტრაციისა და აპარატის თანამშრომლები ასევე მოხალისეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ დედაქალაქში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარონ. გუბერნიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი სტიქიის ზონაში გაემგზავრებიან და ნებისმიერი სახის სამუშაოს შეასრულებენ.

რაც შეეხება პირადად სამეგრელოს გუბერნატორს ლევან შონიას, ის უკვე თბილისში იმყოფება.