სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილეებზე კონსულტაციები ისევ მიმდინარეობს

0

kandidatebiსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილეების დანიშნვის საკითხი ისევ განხილვის პროცესშია, თუმცა უკვე გამოკვეთილია ის პერსონები, რომლებიც სავარაუდოდ დაიკავებენ თანამდებობებს.

ვიცე-გუბერნატორი სავარაუდოდ “ქართული ოცნების” სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი ხვიჩა ჯიშკარიანი გახდება, რომელიც მანამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (სუსი) ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

გუბერნატორის მოადგილედ მოიაზრება სამეგრელოს რეგიონის წყალმომარაგების დეპარტამენტის მოქმედი ხელმძღვანელი კობა ქანთარია. რაც შეეხება სამეგრელოს-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მესამე მოადგილეს, რომელიც ავტომატურად სვანეთის წარმომადგენელი ხდება, მას სავარაუდოდ მესტიის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი დაიკავებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ სახელისუფლებო რგოლიდაან განუცხადა, კანდიდატების განხილვის პროცესი სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა რეალურ კანდიდატებს სწორედ ზემოთ დასახელებული პერსონები წარმოადგენენ.

სხვა ახალი ამბები: