სამეგრელოს გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე თანამდებობას ტოვებს

0

djishkarianiსამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ხვიჩა ჯიშკარიანი რამდენიმე დღეში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ხვიჩა ჯიშკარიანმა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს თავად განუცხადა.

გუბერნატორის მოადგილის განმარტებით თანამდებობის დატოვების მიზეზი მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებია, სადაც აქტიურად ჩაერთვება.

ცნობისათვის, ხვიჩა ჯიშკარიანი სენაკის რაიონის ერთ-ერთ უბანში მაჟორიტარ დეპუტატად არის წარდგენილი. smo.ge-ს ინფორმაციით გუბერნატორის მოადგილე “ქართული ოცნების” სიის პირველ ნომრად არის ჩაწერილი, რაც გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნვას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის ხვიჩა ჯიშკარიანს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში.

სხვა ახალი ამბები: