სამეგრელოს გუბერნატორმა ორი მოადგილე დანიშნა

0

uuuberniaaსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ გუბერნატორის ორი მოადგილის დანიშნვას უკვე ხელი მოაწერა. გუბერნატორის ორი მოადგილე კობა ქანთარია და სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ რუსია უკვე შეუდგნენ გუბერნატორის მოადგილეების რანგში მუშაობას. smo.ge-ს ხელთ არსებული ინფორმაციით სამეგრელოს გუბერნატორს კიდევ ორი მოადგილე ეყოლება.

დანარჩენ ორ მოადგილეს სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დანიშნავს.  smo.ge სამეგრელოს გუბერნატორის ერთ-ერთ მოადგილეს კობა ქანთარიას ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა ორი მოადგილის დანიშნვა. დანარჩენ ორ მოადგილეზე და სავარაუდო კანდიდატებზე ქანთარია ამ ეტაპზე კომენტარს ვერ აკეთებს.

“მოადგილეების დანიშნვა თავად გუბერნატორის პრეროგატივაა. ის ნიშნავს მოადგილეებს. მე ვერაფერს გეტყვით თუ ვინ შეიძლება დაინიშნოს დარჩენილ ვაკანტურ პოსტებზე. ეს ალბათ გარკვეული დროის შემდეგ მოხდება. მე შემიძლია დაგიდასტუროთ მხოლოდ ის, რომ მოადგილეებად დანიშნული ვართ მე და ბატონი კახაბერ რუსია”-აცხადებს კობა ქანთარია.