სამეგრელოს გუბერნატორმა ფოთის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

0

10841806_442041429296165_3884975275541741211_oსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ფოთის თეატრში ადგილობრივებს ანგარიში წარუდგინა. ლევან შონიამ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

გუბერნატორმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ წელს მალთაყვაში, ზღვის სანაპირო ზოლზე ახალი ტურისტული ობიექტის მშენებლობა დაიწყება. სადაც მოეწყობა ინფრასტრუქტურა და აშენდება სასტუმროები. ლევან შონიას განცხადებით, ფოთის ტურისტული პოტენციალის გამოყენება მოხდება და „საქართველოს საზღვაო კარიბჭე“ მალთაყვის გაშენების შემდეგ საზღვაო კურორტიც იქნება. ფოთში წელსვე იგეგმება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის აშენება.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ფოთის მთავარი პრობლემის გადაჭრა წელსვე დაიწყება. წყალმომარაგბეისა და სანიაღვრე არხების მშენებლობისთვის მთლიანობაში 80 მილიონი ლარი დაიხარჯება.

წლის პირველ ნახევარში გაიხსნება ფოთში ფეხბურთისა და რაგბის სტადიონები. ზღვისპირა ქალაქში სპორტის სამინისტროს წელსვე დაგეგმილი აქვს ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა. ფოთის თეატრის წინ კი უკვე მიმდინარეობს იუსტიციის სახლის მშენებლობა.

სახელმწიფოს მიერ რეგიონში დაფინანსებული და თანადაფინასებული საწარმოების რიცხვმა 19 შეადგინა, აქედან ფოთში 5 საწარმო დაფინანსდა.

რეგიონსა და ფოთში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე გუბერნატორთან ერთად დეტალურად ისაუბრა რეგიონული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ, რომელმაც მოქალაქეებს ინიციატივების, საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა სთხოვა. შეკრებილებს ასევე მიმართა ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალურ ერთეულში სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან მსგავსი შეხვედრები გაიმართება, რათა პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია პირველწყაროსგან იყოს მოწოდებული. შეხვედრები უკვე დაგმილია სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, სამედიცინო პერსონალთან.