სამეგრელოს გუბერნატორმა საგანგებო თათბირი გამართა

0

11040457_942210015790724_1026300460_oსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო თათბირი გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

გუბერნატორმა თათბირზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა მიმდინარე პროექტბის შესახებ. ლევან შონიას განცხადებით, რეგიონში განსახორცეიელებელი პროექტების ფონდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პირველი ორი თვის განმავლობაში, მთავრობის განკარგულებით გამოყოფილმა თანხამ 9 200 000 ლარი შეადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამოქმედო გეგმაში 2015 წელს განსახორციელებელი პროექტების პორტფელის შევსება გათვალისწინებულია მთავრობის მორიგი განკარგულებებით.

პროექტების განხორციელება უხარვეზოდ მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ყველა ტენდერი დასრულებულია და გამარჯვებულ პრეტენდენტებთან  ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.

ლევან შონიამ გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს მეტი დაუღალავი მუშაობისა  და პროექტების მიმდინარეობის დროს აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

სხვა ახალი ამბები: