სამეგრელოს გუბერნატორმა უნივერსიტეტში კრიმინალისტიკური ლაბრატორია გახსნა და სტუდენტებს შეხვდა

0

11024990_948227201855672_408124189_oშოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ უახლესი ტექნიკით აღწურვილი  კრიმინალისტიკური ლაბრატორია გახსნა. გახსნის ცერემონიალს გუბერნატორთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის უფროსი მანუჩარ კუპრავაც დაესწრო.

ლაბორატორიის გახსნის შემდეგ გუბერნატორმა უნივერსიტეტი დაათვალლიერა, რის შემდეგაც ლევან შონია სტუდენტებს შეხვდა. გუბერნატორმა სტუდენტებისგან  ინიციატივები მოისმინა და პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

11064053_948227215189004_14705314_o11065961_948227205189005_1943504012_oერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც სტუდენტებს აწუხებთ სასწავლებელში არსებული არასაკმარისი ფართია. ლევან შონია სტუდენტებს ახალი კორპუსის აშენებას დაპირდა -„პირადად ავიყვან ამ საქმეს კონტროლზე და გპირდებით, რომ ამ პრობლემას მოგიგვარებთ“. სტუდენტებმა პრობლემად მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების არარსებობა დაასახელეს და გუბერნატორს მისი მოგვარება სთხოვეს, ლევან შონიას აღნიშნა, რომ სტუდენტებს მგზავრობაზე შეღავათები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. ლევან სონიამ სტუდენტებს სთხოვა განცხადებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად რწმუნებულის აპარატსაც მიმართონ.

მხარის გუბერნატორმა სტუდენტების მთავარ პრობლემად დასაქმება დაასახელა და განაცხადა, რომ სტუდენტებს მსხვილი პროექტების დაწყებისთანავე მიეცემათ შესაძლებლობა დღის მეორე ნახევარში იმუშაონ. ლევან შონია სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასაც დაპირდა.

გუბერნატორმა  სტუდენტებთან შეხვედრის დროს მათ ბიზნეს პროექტების მომზადებაც ურჩია – „აუცილებლად იქნება წელს ანაკლიაში ფესტივალი, როგორ და რა სახით ამას მომავალში გავახმოვანებთ, მაგრამ აუცილებელია თქვენი ჩართულობა, მოამზადეთ ბიზნესპროექტები და გექნებათ შანსი გნახორციელოთ თქვენი იდეები, საშუალება გექნებათ ასევე ჩაატაროთ სხვადასხვა სახის ფესტივალები და ამ ყველაფერში ჩვენ შეგიწყობთ ხელს“ განაცხადა ლევან შონიამ.

გუბერნატორმა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალეირა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება.