სამეგრელოს გუბერნატორმა და ზუგდიდის გამგებელმა გზებზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს

0

11103122_647334602066397_5725985168446830182_oმუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჭოთაწყარში, ცაცხვსა და ინგირში სასაფალოებთან მისასვლელ გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ადგილზე დაათვალიერეს. აღნიშნულ გზებზე საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს და ის რამდენიმე დღეში დასრულდება.

11082318_647335028733021_8778747650247661030_o10865727_647334902066367_1685038750604113814_o10572200_647334898733034_6710162735394474253_oსოფელ ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოსთან მისასვლელი შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. აღნიშნულ გზაზე ასფალტ – ბეტონის გზის საფარი 632 გრძვ მეტრზე დაიგო.
რაც შეეხება უჩაშონას ტერიტორიულ ერთეულში ავარიული საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 8638 კვ.მ. აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს რამდენიმე სოფელს ჭაქვინჯს, ჯიხაშკარს, ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარისთვის საფუძვლის მომზადება. პროექტის დასრულების შემდეგ ამ გზით ისარგებლებს 670 სოფლის მკვიდრი და არაპირდაპირ ამ გზით ისარგებლებს 3000 – მდე ბენეფიციარი.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ამ გზით მოსარგებლეების გადაადგილება გახდება უსაფრთხო, გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა და პროექტის მიმდინარეობის განხორციელებისას დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი. პროექტის ღირებულება შეადგენს 482.000 ლარს და ის მაისის თვის ბოლოსთვის დასრულდება.

სოფელ ინგირის ცენტრალურ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგი ეტაპი ხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზაზე ასფალტის საფარის დაგება.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1.084 მეტრს შეადგენს. აღნიშნული გზის მონაკვეთი ადგილობრივი მნიშვნელობისაა და ანაკლია–ზუგდიდის ცენტრალურ გზას უერთდება. ამ გზის მონაკვეთით სარგებლობს 620 ადგილობრივი მოსახლე. გზაზე ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა და დღე –ღამის განმავლობაში 80–დან 160–მდე ავტომობილი გადაადგილდება.

ინგირის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი რომელიც, სატრანსპორტო გზის მოასფალტებას ითვალისწინებს უახლოეს დღეებში დასრულდება და მისი ღირებულება 369 ათას ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ცაცხვში სასაფლაომდე მისასვლელი გზის 1735 კვ.მ–ზე ასფალტის საფარიანი გზა დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. გზაზე მუშაობა რამდენიმე დღეში დასრულდება. საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდა პროექტის განხორციელებისთვის 95 ათასი ლარი გამოიყოფა.