სამეგრელოს გუბერნატორმა და წალენჯიხის გამგებელმა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გახსნეს

0

10847181_477135585786749_4463651533642999032_oსამეგრელო-ზემო სავნეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ და წალენჯიხის გამგებელმა გოგა გულორდავამ ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავზე ბიუსტი გახსნეს და მეორე მსოფლიო ომის გმირს პატივი მიაგეს. ღონისძიებას მელიტონ ქანთარიას ნათესავები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ესწრებოდნენ. გუბერნატორმა და გამგებელმა შეკრებილ ვეტრანებს 9 მაისი მიულოცეს და ჯანმრთელობა უსურვეს.

10338671_477135829120058_6162602095667345856_o11053375_477135695786738_2775807115872486429_o11187802_477135885786719_7057987678283850064_oგუბერნატორის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს ვეტერანებზე რისი ნათელი მაგალითიც პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში მცხოვრები 1800 ვეტერანი 1000 ლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო მარჩენალდაკარგული 500 ოჯახი 500 ლარიან დახმარებას. გარდა ამისა წალენჯიხის მუნიციპალიტეტები ვეტერანებს დამატებით 300 ლარს ჩაურიცხავს.

სხვა ახალი ამბები: