სამეგრელოს გუბერნიაში ახალი ვებ გვერდების პრეზენტაცია გაიმართა

0

guberniaaaდღეს, 21 მაისს სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის განახლებული ვებ გვერდისა და “საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ანაკლია 2014” პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ადმინისტრაციის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელბი ესწრებოდნენ.

განახლებულ ვებ გვერდზე განთავსებულია ინფორმაციები ეკონომიკის, მოსახლეობის, სოციალური სფეროს, გარემოს დაცვისა და ა.შ. ამასთან, ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია საჯარო ინფორმაციები სახელმწიფო შესყიდვების, ბიუჯეტის, სტატისტიკის და ასევე ხარჯების შესახებ, მათ შორის თანამდებობრივი სარგოს, საწვავის და მივლინენებისა და პრემიების შესახებ.

ასევე, გუბერნატორის ადმინისტრაციის განახლებული ვებ-გვერდის მეშვეობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ონლაინ რეჟიმში მიიღონ სასურველი ინფორმაცია.

რაც შეეხება ახალი ვებ-გვერდს, ის პირველ ეტაპზე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს “ანაკლია-2014″-ს მოემსახურება. თუმცა ,როგორც შეხვედრაზე ითქვა, ვებ გვერდი განახლებადი იქნება, სადაც განთავსდება რეგიონის შესახებ სრული ინფორმაცია და დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მხარის ეკონომიკურ, ტურისტულ, ინდუსტრიულ პოტენციალს, რეგიონის განვითარების სტრატეგიას, სოციალური განვითარების შესახებ ინფორმაციას, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ა.შ.
ამასთან, ვებ-გვერდზე აიტვირთება საინვესტიციო პროექტები, საინვესტიციო წინადადებები, მცირე ბიზნეს პროექტები და საინვესტიციო შეთავაზებები, რომელზეც წვდომა ექნებათ, როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ საინვესტიციო-საფინანსო ჯგუფებს. ვებ გვერდი 3 ენოვანია (ქართული, ინგლისური, რუსული).

ახალი ვებ გვერდი გუბერნიის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ორგანიზებით და GIZ -ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

სხვა ახალი ამბები: