სამეგრელოს გუბერნიაში ახალი მოადგილე არ დაუნიშნავთ

0

guuuberniaსამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში გარდა გუბერნატორის ორი მოადგილისა, სხვა მოადგილეები ამ დრომდე არ დანიშნულან. ასეთ კომენტარს აკეთებენ სამეგრელოს გუბერნიაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დღეს გუბერნატორის კიდევ ერთი მოადგილის დანიშნვის შესახებ.

“დღეს კვირაა და ლოგიკურად არასამუშაო დღეა. არც შეიძლებოდა გუბერნატორს რომელიმე მოადგილის დანიშნვაზე ხელი მაინცდამაინც დღეს მოეწერა. ამას დამატებული ვერ დაგიდასტურებთ, რომ დამატებით კიდევ ხელი მოეწერა მოადგილის ან მოადგილეების დანიშნვაზე სპეციალურ ბრძანებულებას. არც გუშინ და არც სხვა დღეებში”-აცხადებს სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ასევე დაუკავშირდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს მამუკა წოწერიას, რომელმაც განაცხადა, რომ ის გუბერნატორის მოადგილედ არ დანიშნულა.

“ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, რადგან პირველ რიგში მე მეცოდინებოდა დავინიშნე თუ არა. სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილედ არ დავნიშნულვარ და ჯერჯერობით არც არავინ არ შემხმიანებია ამ საკითხთან დაკავშირებით”-განაცხადა smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას მამუკა წოწერიამ.

სხვა ახალი ამბები: