სამეგრელოს გუბერნიაში გაიმართა კულტურის სტრატეგიის განსაზღვრის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

0

11045893_944655245546201_1103500870_oსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს იწყებს.

გასვლითი სამუსაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სავნეთის რეგიონის მასშტაბით ანაკლიაში მიმდინარე წლის 21 მარტს ჩატარდება, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. მანამდე კი რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების და გამგებლების მოადგილეები, კულტურის სამსახურის უფროსები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სავენთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა კულტურის სფეროში არსებული პრობლემები, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილა.

სამუშაო შეხვედრას პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ გაბელია და კულტურის კურატორი ლალი ჯანჯღავა და  უძღვებოდნენ. შეხვედრის ორგანიზატორი რეგიონული პროექტების კორდინირების სამსახური იყო.

კულტურის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონების ჩართულობას. გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოს კულტურის სტრატეგიის შემუშავება.

რეგიონისა და მუნიციაპელიეტების პირველ პირებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე 28 თებერვალს შეხვდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა და უწყებამ კულტურის სფეროს საკითხები რეგიონულ ხელისუფლებასთან მსგავს ფორმატში განიხილა. სტრატეგიის შემუშავების პროცესი ღია და გამჭვირვალეა. კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მასში ჩართულნი არიან დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

სხვა ახალი ამბები: