სამეგრელოს გუბერნია პრეს სამსახურის ხელმძღვანელმა და ერთმა თანამშრომელმა დატოვა

1

guuubeeeeeსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პრეს სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა პრეს სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ფაჟავამ და ამავე სამსახურის თანამშრომელმა სოსო ხოფერიამ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge სამეგრელოს გუბერნატორის პირველ მოადგილეს კობა ქანთარიას ესაუბრა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

“დიახ მართალია, ნანა ფაჟავამ დატოვა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე. განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თავად გუბერნატორმა უნდა დააკმაყოფილოს. მიზეზი ოჯახური მდგომარეობაა”-განაცხადა კობა ქანთარიამ.

smo.ge-ს წყაროს ცნობით გუბერნატორის პრეს სამსახურის თანამდებობაზე პაატა ლაგვილავას განიხილავენ. თავად ლაგვილავამ კი smo.ge-სთან განაცხადა, რომ მას ჯერ შემოთავაზება აღნიშნულ თანამდებობაზე არ მიუღია.