სამეგრელოს ვიცე-გუბერნატორი facebook-ში განცხადებას ავრცელებს

0

1012988_859076314131665_3803874626678860121_nსამეგრელოს-ზემო სვანეთის მხარის ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია სოციალურ ქსელ facebook-ში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ:

“ნაციონალური მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას. ეს მათი ჩვეულებრივი ხელწერაა. ჩემი აქციაში მონაწილეობა ისეთივე ტყუილია და სისულელეა როგორც ის რომ თურმე ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ თან ხელკეტებით შეიარაღებულები ნაციონალური მოძრაობის ოფისს. გუნავასგან და მისი თანამოაზრეებისგან საზოგადოება მიჩვეულია ამგვარ ტყუილებს, ზუსტად ცხრა წელი სიცრუის, ადამიანების წამების, კერძო საკუთრების ხელყოფის, ბიზნესის წართმევის, პოლიტიკური მიზნებისთვის ნებისმიერი ბინძური მეთოდების გამოყენების და ზოგადად სხვა უამრავი ბოროტების კეთებით იყვნენ დაკავებულები… თქვენი კრიმინალური რეჟიმი ვერასდროს ვერ დაბრუნდება ამ ქვეყანაში ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. ვერანაირი აქციები ვერ გიშველით და არც გამოგყვებათ ხალხი. თუმცა ისიც გვახსოვს თქვენი რეჟიმი ოპოზიციას რა დღეში ამყოფებდა და კარგ მოზრდილ ლურსმნებსაც რო ყრიდით რიკოთის უღელტეხილზე და სატელიტურ თეფშებს უყადაღებდით თქვენსავე მოქალაქეებს, მიტინგზე წამსვლელებს ახლობლებს და ოჯახის წევრებს უპატიმრებდით, ხოლო შემდგომ ციხეებში ცოცხებით აწამებდით.. ეს კოშმარი გამოვიარეთ და არასდროს არ დაბრუნდება მოძალადე კრიმინალური რეჟიმი ქვეყნის სათავეში.

p.s სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ დღევანდელ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა სულით გულით მხარს ვუჭერ იმ ახალგახრდებს და საზოგადოებას ვინც იქ იყვნენ და მშვიდობიანი ფორმით ცდილობდნენ თავიანთი პროტესტის გამოხატვას. თუ ვინმეს მოგეპოვებათ ჩემი დღევანდელ აქციაში მონაწილეობის ფოტო ან ვიდეო ან სხვა ნებისმიერი მასალა გთხოვთ გამოაქვეყნოთ..”-ნათქვამია კობა ქანთარიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: