სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0

timthumbხვალ, 19 ივლისს დილის 07.00 საათიდან 10.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 8273 აბონენტს (3883 ქალაქ ზუგდიდის აბონენტებს, 4390 აბონენტს ზუგდიდის რაიონის სოფლებში რუხსა და ზედაეწერში).

19 ივლისს 11.00 დან 18.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ასევე აბაშის მომსახურების ცენტრის 5870 აბონენტს, მარტვილში- 7950 აბონენტს, ხობში – 2826 აბონენტს და სენაკის მომსახურების ცენტრში 3836 აბონენტს.

როგორც ენერგ-პრო-ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი, ტექნიკური გეგმიური სამუშაოების განხორციელება ხდება. მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ელექტროენერგია მოსახლეობის ნაწილს სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

სხვა ახალი ამბები: