სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს 15-16 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0

img_2746გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთის  მხარე) აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

15 დეკემბერს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება 35/10 კვ ქვესადგური “ცაიშის” 10 კვ შემყვანი 11:00საათიდან 13:00 საათამდე (1513 აბონენტი); ფიდერი “ცაცხვი’ (625 აბონენტი) 13:00 საათიდან 14:00 საათამდე; ფიდერი “კურორტი’ (537 აბონენტი) 14:00 საათიდან 15:00 საათამდე; ფიდერი “ოქტომბერი’ 15:00 საათიდან 16:00 საათამდე (394 აბონენტი); ფიდერი “საჯიქიო” 16:00 საათიდან 17:00 საათამდე (127 აბონენტი); 10 კვ სასექციო ზეთიანი ამომრთველი (ფიდერები: ცაიში და საჯიქიო) 17:00 საათიდან 18:00 საათამდე (521 აბონენტი) სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1531 აბონენტს(სოფლები: ცაიში, საჯიქიო, ცაცხვი, კურორტი).

16 დეკემბერს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება 35/10 კვ ქვესადგური “წალენჯიხის” 10 კვ ფიდერები:
#1 11:00საათიდან 12:30 საათამდე (86 აბონენტი);
#2 (243 აბონენტი) 12:30 საათიდან 14:00 საათამდე;
#3 (1637 აბონენტი) 14:00 საათიდან 15:30 საათამდე;
#4 15:30 საათიდან 17:00 საათამდე (802 აბონენტი);
#5 17:00 საათიდან 18:00 საათამდე (1213 აბონენტი), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ წალენჯიხის მომსახურეობის ცენტრის 3981 აბონენტს( ქალაქი 1045 აბონენტი და სოფლები: ეწერი, სქური).

16 დეკემბერს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება 35/6 კვ ქვესადგური “ფოთი-3”-ის 6 კვ ფიდერები:
#1 11:00საათიდან 12:30 საათამდე (949 აბონენტი);
#2 (843 აბონენტი) 12:30 საათიდან 14:00 საათამდე;
#3 (1647 აბონენტი) 14:00 საათიდან 15:30 საათამდე; რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ფოთის მომსახურეობის ცენტრის 3439 აბონენტს.

16 დეკემბერს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოირთვება 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ქვესადგური “მენჯი”-ს 35 კვ სალტე(ელექტროგადამცემი ხაზები: ნოსირი, ნოჯიხევი)N სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ სენაკის მომსახურეობის ცენტრის 6616 აბონენტს(ქალაქი 3206 და სოფლები: ძველი სენაკი, ნოსირი, გეჯეთი 3410 ). ხობის მომსახურეობის ცენტრის 4352 აბონენტს( ქალაქი 2635 და სოფლები: პირველი მაისი, ალიონი, კოლხეთი 1719 ); მარტვილის მომსახურეობის ცენტრის 12397 აბონენტს(ქალაქი 1889 და 10508 აბონენტი სოფელები: ნაგვაზაო, აბედათი, ბანძა, ლეხაინდარაო, თამაკონი, ონოღია, მუხურჩა, ჯოლევი, კიწია, კურზუ, სალხინო, მახარაძე, ჭყონი).
აბაშის მომსახურეობის ცენტრის 9479 აბონენტს (ქალაქი 2800 აბონენტ ი და სოფლები: სუჯუნა, სეფიეთი, ნორიო, კეთილარი, ზანათი, მარანი, შრომა, ქოქლობანი, თხმელარი, ზანათი).

სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

სხვა ახალი ამბები: