სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს 7-8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

0

14333389912954487 ივნისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 06:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი 220“-დან 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი -1“ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 29811 აბონენტს (ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრი მთლიანად ქალაქის ცენტრის გარდა); წალენჯიხის მომსახურეობის ცენტრის 1417 აბონენტს (სოფლები: ეწერი და ობუჯი-ნაკიფუ); ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 1314 აბონენტ ს(სოფელი ლესიჭინე); სენაკის მომსახურეობის ცენტრის 1408 აბონენტს (სოფლები: ლეძაძამე, უშაფათი, ზანა, ფოცხო); ხობის მომსახურეობის ცენტრის 1364 აბონენტს (სოფლები: ხეთა, ხამისკური, თორსა).

8 ივნისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ნარაზენის“ 10 კვ ფიდერები N1 11:00 საათიდან 12:30 საათამდე და ფიდერი N2 12:30 საათიდან 14:00 საათამდე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 252 აბონენტს(სოფლები:ჭაქვინჯი, ნარაზენი). 8 ივნისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ხობი“-ს 10 კვ ფიდერები N2 12:30 საათიდან 14:00 საათამდე; N4 15:30 საათიდან 17:00 საათამდე; N5 17:00 საათიდან 18:00 საათამდე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურეობის ცენტრის 1070 აბონენტს (444 აბონენტი ქალაქი და 626 აბონენტი სოფელი კოლხეთი).

სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

სხვა ახალი ამბები: