სამეგრელოს ნაწილს 12-14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0

1436373980101767გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

12 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 06:00 საათიდან 14:00 საათამდე ქვესადგური „ზუგდიდი 220“-დან გამოირთვება 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-1“ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების მიზნით(N8 და N10 ანძებს შორის და N20 ანძიდან პორტალამდე სადენის შეცვლა), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 29811 აბონენტს (ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრი მთლიანად ქალაქის ცენტრის გარდა); ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 1314 აბონენტს(სოფელი ლესიჭინე); სენაკის მომსახურეობის ცენტრის 1408 აბონენტს (სოფლები: ლეძაძამე, უშაფათი, ზანა, ფოცხო); ხობის მომსახურეობის ცენტრის 1364 აბონენტს (სოფლები: ხეთა, ხამისკური, თორსა).

13 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ყულიშკარის“ 10 კვ ფიდერები : ფიდერიN1 11:00 საათიდან 12:30 საათამდე (615 აბონენტი); ფიდერი N2 12:30 საათიდან 14:00 საათამდე (1 აბონენტი); ფიდერი N3 14:00 საათიდან 15:30 საათამდე (220 აბონენტი) მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 836 აბონენტს(სოფლები: ყულიშკარი და ჯიხაშკარი).

13 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 12:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ნატანები“ 10 კვ გამანაწილებელი მოწყობილობების რევიაიის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრის 2122 აბონენტს ( ზედა და ქვედა ნატანები).

13 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „წევა“ გეგმიური რევიზიის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სენაკის მომსახურეობის ცენტრის 165 აბონენტს(ქალაქი).

14 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ყულიშკარი“ სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის 1400 აბონენტს(ყულიშკარი, ჭაქვინჯი, გრიგოლიში და ჯიხაშკარი).

14 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ხეთა-წევის“ 10 კვ შემყვანი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ სენაკის მომსახურეობის ცენტრის 1540 აბონენტს სოფლები: განთიადი, ხამისკური-1 და ხამისკური -2). სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.