სამეგრელოს პოლიციამ ახალ ხიბულაში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა

0

zarcvaaaხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში 11 მარტს მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნილია. აღნიშნულ საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიცია იძიებდა. ძარცვის ფაქთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პიროვნება. ორივემ ჩადენილი დანაშაული აღიარა. პოლიციის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებებიც ამოიღეს.

შეგახსენებთ, 11 მარტს სოფელ ახალ ხიბულაში მცხოვრებ, 1936 წელს დაბადებულ აკაკი ადამიას თავი ლტოლვილთა კომიტეტის თანამშრომლებად წარუდგინეს და მის სახლში მოტყუებით შეაღწიეს. დაკავებულებმა აკაკი ადამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობის მუქარით გასტაცეს ფული, ოქროს ნივთი, ერთლულიანი სანადირო თოფი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ხობში მომხდარი დანაშაული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციამ გახსნა.

სხვა ახალი ამბები: