სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ყალბი ფული ამოიღო

0

dolari-636x395შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ფული ამოიღეს.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გოგა ჩ. დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “წითელ ხიდზე” დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 194 400 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).

სხვა ახალი ამბები: