სამეგრელოს პოლიციამ სოფელ ხამისკურში ყაჩაღობის მცდელობა აღკვეთა

0

yachagobis_mcdedelobaსოფელ ხამისქურში, ცენტრალური მაგისტრალის ხობი-ზუგდიდის მონაკვეთზე სამმა უცნობმა პირმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კრედიტის“ კუთვნილი საინკასაციო მანქანის დაყაჩაღება სცადა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. მანქანას თანხა კომპანია „ანკა ფაიარ თრეიდისთვის“ გადაჰქონდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაგეგმილი დანაშაულის სცენარის მიხედვით, ერთ-ერთი დამნაშავე ხის მოჭრილი მორით გზაზე გადადიოდა, საინკასაციო მანქანის გამოჩენის შემდეგ კი მორი დააგდო და გაიქცა, თუმცა წაიქცა და ავტომობილის მიერ სიჩქარის შენელების შემდეგ მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

დამნაშავეებმა მანქანის დაყაჩაღება ვეღარ შეძლეს და ტყის მიმართულებით გაიქცნენ.

ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ–კრიმინალისტები, რომელთაც ტყვიის ვაზნები და ბენზოხერხი ამოიღეს. “სვის კრედიტის” თანამშრომლებს ამ წუთებში სამეგრელო–ზემო სვანეთის შს სამმართველოში კითხავენ.