სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

0

iaragiiiშსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრები, 1984 წელს დაბადებული ბესიკ ზ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბესიკ ზ-ს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ა-კა-ეს“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ბესიკ ზ-მ დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. ნარკოლოგიური შემოწმებისას მას ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

სხვა ახალი ამბები: