სამეგრელოს პოლიციამ ხამისკურში მომხდარ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა

0

1957822_794598367235594_1714417669_oსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციამ 29 აპრილს ხობის რაიონის სოფელ ხამისკურთან ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ სამივე დაკავებული ქალაქ ქუთაისის მკვიდრია. მათი დაკავებაც შესაბამისად ქუთაისში მოხდა. დაკავებულთაგან ორი მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის ადრეც არის ნასამართლევი.

smo.ge-ს წყაროს ცნობით ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული სამივე ეჭვმიტანილი სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში იმყოფება და ამ წუთებში მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ოფიციალურ კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახური აღნიშნულ ფაქთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში, ცენტრალური მაგისტრალის ხობი-ზუგდიდის მონაკვეთზე სამმა უცნობმა პირმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კრედიტის“ კუთვნილი საინკასაციო მანქანის დაყაჩაღება სცადა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. მანქანას თანხა კომპანია „ანკა ფაიარ თრეიდისთვის“ ზუგდიდში გადაჰქონდა.

სხვა ახალი ამბები: