სამეგრელოს პოლიციამ 16 მარტს ზუგდიდში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა

0

gatacebuli-manqanaaსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისა და ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდში  16 მარტს მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია ბრალდებული ზუგდიდში მცხოვრები ბ.ბ, რომელმაც  მოქალაქე ნინო ბულიას მანქანის მინა ჩაამტვრია და ხელჩანთა გაიტაცა. გამტაცებელმა ავტომანქანა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დაწვა, იქვე დატოვა და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა. აღნიშნული ფაქტი ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩაზე მოხდა.

დაკევებული ბ.ბ დაზარალებულმა ნინო ბულიამ და დედამისმა, რომელიც ამ დროს მის ავტომანქანაში იმყოფებოდა, უკვე ამოიცნეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ხდება ცნობილი, დაკავებული ბ.ბ თავს დამნაშავებ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.