სამეგრელოს პოლიციის თანამშომლები სვანეთში სოციალურად დაუცველ მარტოხელას ეხმარებიან

0

10891857_600277536740916_6356700608446726664_nშინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქცია გრძელდება. ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები მესტიის რაიონის სოფელ იფარში იზოლირებულად მცხოვრებ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ, მარტოხელა როენა გულბანს ესტუმრნენ. მისი საცხოვრებელი სახლი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, რაც ცუდი ამინდისას მის სოფლამდე გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.

10882375_600277533407583_3705025901205867369_n10888470_600277540074249_8307701845227612219_n10881904_600277563407580_7342900680160458911_nსამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მარტოხელა ქალბატონს საკვები პროდუქტები გადასცეს და ბედნიერი დამდეგი ახალი წელი უსურვეს.

შს სამინისტრო საქველმოქმედო აქციას დეკემბრის ბოლომდე გააგრძელებს და საქართველოს რამდენიმე მაღალმთიან რეგიონს მოიცავს. სამინისტრო სულ 500-მდე ოჯახს დაეხმარება. საქველმოქმედო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახების საკვები პროდუქტებით დახმარებას გულისხმობს.