სამეგრელოს რაიონებში საარჩევნო უბნები დარღვევების გარეშე გაიხსნა

0

dsc_3582დღეს საქართველოში რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევენ. ზუგდიდის რაიონის # 67 საოლქო საარჩევნო ოლქში 110 სააღცევნო უბანი დილის 08.00 საათზე გაიხსნა. 110 სააღჩევნო უბნიდან 109 უბანი ჩვეულებრივია, სადაც ყველა მოქალაქეს აქვს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება, ხოლო ერთი უბანი არის სპეციალური, სადაც ხმას მისცემენ სამართალდამცავები.

ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე სიმშვიდეა.პირველი ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე უკვე გამოცხადდნენ.

სიმშვიდეა ასევე წალენჯიხის # 68-ე საოლქო საარჩევნო კომისიის უბნებზე. წალენჯიხაში ყოველგვარი დარღვევების გარეშე 28 საარჩევნო უბანი ზუსტად 08.00 საათზე გაიხსნა. როგორც smo.ge-ს კორესპონდენტები იტყობინებიან, წალენჯიხაში პირველი ამომრჩეველიც გამოჩნდა. ანალოგიური სიტუაციაა ასევე ჩხოროწყუს # 69-ე ოლქში, სადაც 08.00 საათზე გაიხსნა 27 საარჩევნო უბანი.

[visualizer id=”8656″]

სხვა ახალი ამბები: