სამეგრელოს რეგიონის მერებსა და გამგებლებს პროექტების მუდმივი მონიტორინგისკენ მოუწოდეს

0

11272302_978385505506508_1193686954_nმთავრობის ადმინიტრაციის რეგიონებთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსი – მინდია ღლონტი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი გიორგი როინიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს კობა ქანთარიას და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსი დათო კოდუა, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ფოთის მერები, გამგებლები, მათი მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები დაესწრნენ.

11297926_978385525506506_576303107_n11271133_978385508839841_465724791_n11291397_978385512173174_85167375_nშეხვედრაზე დეტალურად, მუნიციპალიტეტების მიხედვით განიხილეს რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ის სამუშაოები რომელიც ხორციელდება. ასევე, იმსჯელეს  არსებულ პრობლემატურ პროექტებზე და ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე. ამავდროულად, სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა დაგეგმილი პროექტები.

შეხვედრის მიმდინარეობისას ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ რეგიონის მერებსა და გამგებლებს პროექტების მუდმივი მონიტორინგისა და ზედამხედველობისკენ მოუწოდა. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში კი მათზე დროული რეაგირება ურჩია.

სხვა ახალი ამბები: