სამეგრელოს რეგიონის სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდნენ

0

11303544_785917978172900_1487606287_oმიმდინარე წლის 16 მაისს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რიგით მეოთხე კონფერენცია-გამოფენა გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მოწვეული პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.

11257710_785917921506239_337778017_n11303794_785917998172898_1038160443_o11304526_785917918172906_1337849744_nფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 400 პედაგოგი სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო, მათ მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ. კონფერენციის დასასრულს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ცერემონიალის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო – მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მიიღო რუხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაგდალინა თოდუამ, ასევე გამოვლინდნენ სხვა ნომინაციაში გამარჯვებული პედაგოგები.

რეგიონის წლის წარმატებული პედაგოგი ჯილდო მიიღო ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან კიტიამ, ხოლო რეგიონის წლის კლუბის მეურვის ჯილდო, მარტვილის რაიონის ბანძის საჯარო სკოლის პედაგოგმა დარეჯან ცინარიძემ.

„ ნებისმიერი პედაგოგისთვის აღიარება საოცნებო ჯილდოა, ეს მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს მოსწავლეების წინაშე. სამეგრელოს რეგიონს ჰყავს ღირსეული პედაგოგები და დიდი მადლობა, რომ ღირსეულტა შორის დამასახელეს. უღრმესი მადლობა თითეულ გულშემატკივარს, რა თქმა უნდა რუხის საჯარო სკოლის დირექტორს, რომელიც ზრუნავს თითოეული პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე, ჩემს ამ წარმატებას კი უძღვნი საყვარელ მოსწავლეებს“- აცხადებს წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაგდალინა თოდუა.

კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით.

სხვა ახალი ამბები: