სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის სამსახურს ვახტანგ ჯაკონია უხელმძღვანელებს

0

zugdidiსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ძალოვან სტრუქტურებში ცვლილებებია. რეგიონის კონტრდაზვერვის სამსახურს დღეიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დღეს ამ თანამდებობაზე გამოცდილი კადრი ვახტანგ ჯაკონია დაინიშნა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღემდე სამეგრელოს რეგიონის კონტრდაზვერვის სამსახურს ბეჟან ფარცვანია ხელმძღვანელობდა, რომელმაც დაახლოებით ერთი კვირის წინ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. ბეჟან ფარცვანიამ კონტრდაზვერვის სამსახურში დაახლეობით ერთი თვე დაჰყო.

სხვა ახალი ამბები: