სამეგრელოს სამოქალაქო საზოგადოების წევრები და არასამთავრობოები მიმართვის ტექსტს ავრცელებენ

0

samegreloზუგდიდში სამეგრელოს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია იმ კადრების ნახვას ითხოვენ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ სამეგრელოს სამალავებიდან ამოიღო. ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

“ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვითხოვთ სამეგრელოში იმ კადრების ნახვას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებიდან იქნა ამოღებული. ის სამალავები, რომელიც სამეგრელოში დაფიქსირდა სამეგრელოს საზოგადოებამ, უკლებლივ ყველამ უნდა ნახოს, როგორც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დიდი სირცხვილი. ეს წინა ხელისუფლების მუზეუმად უნდა იქცეს.

გარდა ამისა მოიკვეთოს პირი ერიდან, ვინც ამას სჩადიოდა. სწორედ ამ პირთა მშობლებმა და მეგობრებმა, თანამებრძოლებმა უნდა ნახონ ეს სამალავიც და აქ აღმოჩენილი კადრებიც, რათა კიდევ უფრო ნათელი გახდეს მათთვის წინა ხელისუფლების ნამდვილი სახე.

სამალავისა და იქ აღმოჩენილი კადრების სანახავად ვიწვევთ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს რეგიონში და ასევე საკრებულოსა და თვითმმართველობის იმ წევრებს, ვისთვისაც ჯერაც ღირებულია მათი დედა პარტია “ნაციონალური მოძრაობა”.

ამავე დროს ჩვენ, ზუგდიდის სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ყველა ნაღდი ზუგდიდელისა და ჭეჭმარიტი მეგრელის სახელით ბოდიშს ვუხდით სრულიად საქართველოს იმისთვის, რომ  ასეთი უკუღმართი და უღირსი შვილები აღიზარდნენ ზუგდიდში.”

აღნიშნულ განცხადება რამდენიმე  წუთის წინ სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა. მიმართვის ტექსტს თან ახლავს ხელმოწერებიც.

 

სხვა ახალი ამბები: