სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში თანამშრომელთა ტესტირება მიმდინარეობს

0

N1359379015773094სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ამ წუთებში მიმდინარეობს რეგიონში მოქმედი მხარის პოლიციის თანამშრომელთა ტესტირება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სამეგრელოს სამხარეო პოლიციიდან აცნობეს. ტესტირების პროცესი ერთსაათიანია და თანამშრომელთა პროფესიული დონის ამაღლებას ითვალისწინებს. smo.ge-სტვის ცნობილი გახდა, რომ ტესტირების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები ადგილზე გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რომლის შემდეგაც თითოეულ პოლიციელს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა.

ამ წუთას სამხარეო პოლიციაში რამდენიმე ასეული პოლიციელი იღებს ტესტირებაში მონაწილეობას.