სამეგრელოს სამხარეო პოლიციის ახალმა უფროსმა ბოლო დეკლარაცია 31 ივლისს შეავსო

0

grigol_2სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გრიგოლ ბესელია სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში დაიბადა, თუმცა ის ამჟამინდელი მონაცემებით, მამამისის, ავთანდილ ბესელიას სახელზე ქალაქ თბილისში რეგისტრირებულ ბინაში ცხოვრობს. ბესელიების საცხოვრებელი ფართი ბუდაპეშტის ქუჩაზე 100 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ბესელიებს სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში გააჩნიათ ასევე 606 კვადრატული მეტრის ფართობის საკარმიდამო ნაკვეთი და 3529 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი.

პოლიციის პოლკოვნიკმა გრიგოლ ბესელიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 3013 წლის 31 ივლისს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ახალ უფროსს „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 3000 ლარი ერიცხება, ამავე ბანკში ანაბარზე მითითებულია თანხა 65 000 დოლარის ოდენობით.

გრიგოლ ბესელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნვამდე გლდანი-ნაძალადევის პოლიციას ხელმძღვანელობდა. ბესელიას მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციაში მითითებულია, რომ მან სწორედ ამ პერიოდში ხელფასის სახით 35 305.22 ლარი აიღო.