სამეგრელოს სამხარეო პოლიციამ შოთა ლემონჯავა დააკავა

0

1353911176_patruli321123სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული სამძებრო-ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1978 წელს დაბადებული შოთა ლემონჯავა დააკავა განზრახ მკვლელბის მცდელობის ბრალდებით. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში ეჭვიანობის ნიადაგზე თვითნაკეთი პისტოლეტიდან ორი ჭრილობა მიაყენა გოდერძი ჯანაშიას მუცლის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული მოქმედებების შედეგად შოთა ლემონჯავა მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ჭითაწყარში დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელბის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სხვა ახალი ამბები: