სამეგრელოს საოლქო პროკურატურაში ხობის გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა

0

get_img16 თებერვლის ღამეს ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაზარალებულის, ლაშა ფარულავას განცხადება შევიდა. ლაშა ფარულავა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახაბერ ბენიძისა და მისი მოადგილის მახარე ჩოკორაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. მისი განცხადებით მან განაცხადი წარადგინა პროკურატურაში, რომლის მიხედვითაც ის ხობის მაღალი თანამდებობის პირებს ძალადობასა და პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. გარდა ამისა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ მასთან მუქარის ზარები ხორციელდება და კატეგორიულად აფრთხილებენ, თუ ამ საქმის გამოძიებას არ შეეშვება მისი სიცოცხლის საკითხი საფრთხის ქვეშ დადგება. ლაშა ფარულავა ჯერჯერობით თავს იკავებს კონკრეტული პირების დასახელებისგან და ამასთან დაკავშირებით ბრიფინგს ახლო მომავალში გამართავს.

სხვა ახალი ამბები: