სამეგრელოს საოლქო პროკურატურასთან 83 წლის ქალმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა

0

beeboooსამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან 83 წლის ნელი გერგედავამ შიმშილობა გამოაცხადა. ის პროკურატურას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მასთან ერთად 10- მდე ნათესავი და ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა იმყოფებიან.

„შვილიშვილმა სახლ-კარი თაღლითური გზით წამართვა. მივმართე ყველას, მაგრამ არავინ მომაქცია ყურადღება. ახლა სახლიდან მაგდებენ. შიმშილობა დავიწყე, მირჩევნია აქ მოვკვდე“, – ამბობს ნელი გერგედავა.
გერგედავას ადვოკატის თანდილა ჯოლოგუას თქმით, საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით მათ ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს, ასევე პროკურატურას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

დაზარალებული ნელი გერგედავა პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. იგი შეხვდა ზუგდიდის რაიონულ პროკურორს,რომელიც მას საქმის ობიექტურ გამოძიებას დაპირდა, თუმცა, ნელი გერგედავა საოლქო პროკურორ გიზო უბილავასთან ითხოვს შეხვედრას და შიმშილობას აგრძელებს.

სხვა ახალი ამბები: