სამეგრელოს საპატრულო პოლიციის წინასაახალწო საჩუქარი გვალიების ოჯახს

0

1538715_412590435558260_5541004023125067052_nსაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა შენგელია და მისი თანამშრომლები ზუგდიდის რაიონში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ კობა გვალიას რვაშვილიან ოჯახს წინასაახალწლოდ ესტუმრნენ.

მათ გვალიების ოჯახს საოჯახო ტექნიკა: პერსონალური კომპიუტერი და კომპიუტერის მაგიდა, პლაზმური ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, ელექტროღუმელი, საწოლი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, ასევე, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს.

10422347_412590512224919_2187758433691760110_nსაპატრულო პოლიციის თანამშრომლები ასევე ეწვივნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში გიორგი ჩხოფოლიას ხუთშვილიან ოჯახს. სამართალდამცველებმა ჩხოფოლიების მრავალშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: ტელევიზორი, კომპიუტერი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტკბილეული და სხვა საკვები პროდუქტები მიუტანეს.

სხვა ახალი ამბები: